როგორც იცით მერილ სტრიპი ოსკარის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მსახიობია. ის უკვე 20-ჯერ არის ნომინირებულია, რომლის გაზრდის შანსიც რა თქმა უნდა კიდევ არის საქმე ხომ, ლეგენდარულ მსახიობთან გვაქვს, რომელსაც კიდევ აქვს ბევრი სათქმელი.
ის ასევე ოქროს გლობუსზეც ყველაზე მეტჯერ არის წარდგენილი, ალბათ რთულია არა ამდენი ნომინაციების დამახსოვრება, თუმცა თქვენი აზრით შესაძლებელია დაივიწყო შენი პირველი ნომინაცია ოსკარზე ?
შესაძლებელი ყოფილა, როდესაც თვით მერილ სტრიპი ხარ, რომელმაც ჯიმი კიმელის ღამის გადაცემაში სტუმრობისას ვერ გაიხსენა, რომელი ფილმით მიიღო ოსკარის პირველი ნომინაცია.
საკუთარ თავზე დასმულ კითხვებში ჩაჭრის გამო სპეციალურად მისთვის დამზადებული ოსკარი საჩუქრად ვერ მიიღო.
წარმოგიდგენთ ძალიან სახალისო და პოზიტიურ ვიდეოს მერილ სტრიპის მონაწილეობით:
კომენტარები