საქართვეოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ცნობილი ფილოსოფოსის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო.
მიხეილ ნანეიშვილმა თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ჩვენი ქვეყნის ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლიშეასრულა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი მიხეილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“,- გაანცხადა კობახიძემ.
კომენტარები