ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების სამხედროები მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ დღევანდელი ისტორიული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია.
ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ზამთრის ოლიმპიადაზე მაღალი რანგის დელეგაციას და მხარდამჭერთა გუნდს გააგზავნის. სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთს შესთავაზა, რომ ორი ქვეყნის სპორტსმენები ერთობლივად გამოსულიყვნენ ოლიმპიადაზე, თუმცა უცნობია თუ რა პასუხი მიიღეს ჩრდილოელებისგან.
ერთობლივ განცხადებაში ისიც წერა, რომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სამხრეთ კორეამ წამოაყენა ბირთვული განიარაღების საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან.
კომენტარები