აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთი კვლავ ცდილობს აშშ-ს არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას. მისივე თქმით, რუსეთი უკვე ცდილობს გავლენა მოახდინოს ნოემბრის არჩევნებზე, რომელზეც რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობის შენარჩუნებას ეცდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პომპეომ რუსული ჩარების შესახებ CBS-ის გადაცემა Face The Nation-ზე განაცხადა, სადაც კითხვაზე, ცდილობს თუ არა მოსკოვი დღესაც აშშ-ს არჩევნებში ჩარევას, უპასუხა: „დიახ, უკვე ათეულობით წლებია ცდილობს“.
აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა მანამდე განცხადეს, რომ 2016 წელს რუსეთი დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა. სწორედ რუსეთის დახმარებით მოხდა ჰილარი კლინტონისთვის დამაზიანებელი ელექტრონული ფოსტის მიმოწერის გავრცელება.
„მე მადარდებს არამხოლოდ რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც იგივეს გაკეთებას ცდილობენ. ჩვენ ბევრი მოწინააღმდეგე გვყავს, რომელიც დასავლური დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს“, – აცხადებს პომპეო.
კომენტარები