ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი არვრცელებს.
აფეთქების შედეგად ბინის მინები ჩაიმსხვრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია ერთი ადამიანი.
80 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.
კომენტარები