რეჟისორი მარიამ ხაჭვანი პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. როგორც ხაჭვანი აცხადებს, ვარკეთილის პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან აგრესიის მიზეზი ის გახდა, რომ მაღაზიაში მიმავალ მის ნათესავებს თან პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ.
“ბიჭებმა უთხრეს, ნომერს ჩაგაწერინებთ, იმიტომ, რომ პირადობა თან არ გვაქვს, აქვე სახლია და ჩამოვიტანთ პირადობას, თუ გნებავთო. მაგრამ, პოლიციელმა უთხრა, შენ რამდენს ლაპარაკობო და მაშინვე სახეში გააწნა ერთს. მეორე ბიჭი გაკვირვებული იყო, არ იცოდა რა ექნა, გვერდზე მდგომს მიმართა, რომ ეს ყველაფერი ვიდეოთი გადაეღო. მეორე ბიჭმა ამოიღო ვიდეო, სანამ გადაიღებდა, პოლიციელმა ხელიდან გააგდებინა, მაგის უფლება არ გაქვსო და სახეში გაარტყა ამ ბიჭსაც”- აცხადებს ხაჭვანი.
კომენტარები