NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნიკა გვარამია: მარგველაშვილის განცხადება საკმაოდ ძლიერი და მკაფიო იყო

ნიკა გვარამია: მარგველაშვილის განცხადება საკმაოდ ძლიერი და მკაფიო იყო

06 იან 2018 ახალი ამბები, სოციალური მედია 384 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეთან დაკავშირებით გააკეთა.

“პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება შეწყალების საქმეზე მიმაჩნია საკმაოდ ძლიერ და მკაფიო განცხადებად, როგორც სამართლებრივი შინაარსის თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური წონის.

შესაძლებელი იყო თუ არა უფრო მკაფიო და მწვავე განცხადების გაკეთება – ცხადია, კი. მე მის ადგილზე პოლიტიკურ დევნასაც ვახსენებდი, მაგრამ პრეზიდენტი სწორედ ისაა და არა მე ან ვინმე სხვა. შესაბამისად, მისი განცხადებების შეფასებისას, უნდა გავითვალისწინოთ მისი, როგორც პოლიტიკოსის, ტემპერამენტი, პირადი პოლიტიკური შეხედულებები და დღის წესრიგი, და, ასევე, პიროვნული დამოკიდებულებაც პრეზიდენტ სააკაშვილთან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განცხადება იყო კარგი და დროული”- წერს გვარამია “ფეისბუქში”.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების შესახებ. მისივე თქმით, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

შეგახსენებთ, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რასაც სააკაშვილს გამოძიება ედავება. სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

 

კომენტარები

განცხადება გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამია 2018-01-06
Tags განცხადება გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა დედას და ცდილობდა მისთვის იარაღის წართმევას, რომელიც იყო პანიკაში”

შემდეგი სტატია

უკრაინაში მებრძოლმა “ქართულმა ლეგიონმა” უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა

მსგავსი სტატიები

შსს-ს განცხადება ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

შსს-ს განცხადება ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018

დიმიტრი მედოევის ბრიუსელში ვიზიტს დავით ბაქრაძე ეხმაურება

05 დეკ 2017
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

05 თებ 2018

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge