NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა დედას და ცდილობდა მისთვის იარაღის წართმევას, რომელიც იყო პანიკაში”

“ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა დედას და ცდილობდა მისთვის იარაღის წართმევას, რომელიც იყო პანიკაში”

06 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 879 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის ღამის დეტალებს იხსენებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისმა ქალიშვილმა გაიგონა, როგორ მიაყენა ერთერთმა სპეცრაზმელმა მეორეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისთვის იარაღის წართმევა სცადა.

“ესენი კიბეზე რომ ამორბოდნენ, იმ ხმამ გააღვიძა. მეორე საძინებელში ეძინა ჩემს ბავშვს და გარეთ გამოვიდა. გამოსვლისთანავე ისინიც მოადგნენ თემირლანის საძინებელს. კარები როგორც კი შეამტვრიეს, პარალელურად მოხდა გასროლა. ეს ბავშვი რომ დაინახეს, შეიყვანეს თავის საძინებელში და ჩაკეტეს 10- 20 წუთით. შემდეგ მოხდა ბავშვის პირველ სართულზე ჩამოყვანა. როცა ის იმყოფებოდა მეორე სართულზე, ჩემთან საპირფარეშოში გასასვლელი არის უკნიდან, იქიდან ხმა ამოდიოდაო, ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა დედასო და ცდილობდაო მისთვის იარაღის წართმევას, რომელიც იყო პანიკაში.

ეს ადასტურებს, რომ  თემირლანს ჰქონდა ხელში ტელეფონი, მაგას შეეშინდა და მოახდინა გასროლა. ამას მე ვამბობ სრული სიმტკიცით, სრული სიმართლით.

ნუ ცდილობენ ჩემი ბავშვის ტერორისტებთან დაკავშირებას. მოვითხოვ, მიენიჭოს უდანაშაულო სტატუსი”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსნებეთ, 26 დეკემბერს სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა.  სუს-ის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი  თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ახმედ ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

კომენტარები

თმირლან მაჩალიკაშვილი იარაღი მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისი სპეცოპერაცია 2018-01-06
Tags თმირლან მაჩალიკაშვილი იარაღი მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისი სპეცოპერაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უდუმაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური დევნა გუშინ ოფიციალურად გააფორმა

შემდეგი სტატია

ნიკა გვარამია: მარგველაშვილის განცხადება საკმაოდ ძლიერი და მკაფიო იყო

მსგავსი სტატიები

პარლამენტის ბიუროს ხვალ “გირჩის” პროექტი წარედგინება, რომელიც იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის ლიბერალიზებას ითვალისწინებს

პარლამენტის ბიუროს ხვალ “გირჩის” პროექტი წარედგინება, რომელიც იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის ლიბერალიზებას ითვალისწინებს

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2022

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინის საელჩოსთან აქციას მართავენ

11 დეკ 2017
ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს ცხენი აჩუქა (ვიდეო)

ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს ცხენი აჩუქა (ვიდეო)

08 იან 2018

უახლესი ამბები

  • თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

    თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

  • ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

    ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

  • შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

    შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge