NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის და შტამპის დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის და შტამპის დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

06 იან 2018 ახალი ამბები, სამართალი 1616 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის და შტამპის დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1966 წელს დაბადებული მ.ფ. და 1969 წელს დაბადებული ი.მ., ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის დამზადების, გასაღების და გამოყენების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს „გადამზიდი 2012-ის” თანამშრომელი – მ.ფ., გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოქალაქეებს პასპორტებში სხვადასხვა ქვეყნის ყალბი შტამპებისა და ბეჭდების დასმას სთავაზობდა, რომლებსაც მისი თანამზრახველი – ი.მ. უმზადებდა.

სამართალდამცველებმა, „გადამზიდი 2012“-ის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 18 პასპორტი, ხოლო ი.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – 5 პასპორტი, თუნუქის კოლოფში მოთავსებული სამელნე, ასევე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის 28 შტამპი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ბეჭედი დაკავება დოკუმენტი ყალბი შსს შტამპი 2018-01-06
Tags ბეჭედი დაკავება დოკუმენტი ყალბი შსს შტამპი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკონომიკის სამინისტრო: “მაგთიკომის” არგუმენტებს არ ვეთანხმებით

შემდეგი სტატია

“2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია”

მსგავსი სტატიები

შსს რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

16 ნოე 2017
„საგამოძიებო პროცესი „ბადაგონის“ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის“

„საგამოძიებო პროცესი „ბადაგონის“ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის“

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018
დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას

დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას

ირაკლი შალიკაშვილი 22 თებ 2022

უახლესი ამბები

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

  • ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge