NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვოლსკი: ნებისმიერმა პრეზიდენტმა არ უნდა დადგას დანაშაულებრივი სპექტაკლი

ვოლსკი: ნებისმიერმა პრეზიდენტმა არ უნდა დადგას დანაშაულებრივი სპექტაკლი

06 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 144 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.

“ნებისმიერი პრეზიდენტი, მოქმედია თუ მომავალი პრეზიდენტი, უნდა იყოს ორიენტირებული თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაზე. ამას არავინ უნდა ედავებოდეს, მაგრამ არ უნდა ჩაიდინოს, არ უნდა დადგას დანაშაულებრივი სპექტაკლი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღოს და თავისი ექსკლუზიური უფლება განახორციელოს”- განაცხადა ვოლსკიმ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რასაც სააკაშვილს გამოძიება ედავება. სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

კომენტარები

განაჩენი გია ვოლსკი გირგვლიანის საქმე მიხეილ სააკაშვილი შეწყალება 2018-01-06
Tags განაჩენი გია ვოლსკი გირგვლიანის საქმე მიხეილ სააკაშვილი შეწყალება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახიძე: იქ, სადაც ყოფილ პრეზიდენტს უკანონოდ ასამართლებენ, რიგითი მოქალაქე ყველაზე დაუცველია

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონსა და FBI თანამშრომლებს რუსი ჯაშუშები უწოდა

მსგავსი სტატიები

იმის მაგივრად, რომ შს მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს, ის დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით

იმის მაგივრად, რომ შს მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს, ის დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით

სოსო ელისაშვილი 19 აპრ 2019
მსოფლიო ლიდერებმა საერთო ფოტოს გადაღების დროს, საუდის არაბეთის პრინცი არ შეიმჩნიეს (ვიდეო)

მსოფლიო ლიდერებმა საერთო ფოტოს გადაღების დროს, საუდის არაბეთის პრინცი არ შეიმჩნიეს (ვიდეო)

01 დეკ 2018
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალჩინოსნები დააკავეს

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალჩინოსნები დააკავეს

20 ნოე 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge