NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ილია მეორე: შეხვედრა პატრიარქთან არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიებზე, ყველას აქვს უფლება მოვიდეს პატრიარქთან

ილია მეორე: შეხვედრა პატრიარქთან არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიებზე, ყველას აქვს უფლება მოვიდეს პატრიარქთან

05 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 821 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია  II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და 85 წლის იუბილე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დიდი სიყვარულით და სიხარულით შემოვედით, რომ მოგისმინოთ, ჩვენი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ. ვუერთდებით იმ მილოცვებს, რომელიც მთელ საზოგადოებას გააჩნია.  ვინაიდან ჩვენ აქ ხალხის მიერ არჩეულები ვართ, მაჟორიტარებიც ბევრი არიან, ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს”, – მიმართა პატრიარქს   პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

კათოლიკოს – პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და მათ მიმართა.

“მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ჩემი აზრით, შეხვედრა პატრიარქთან არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიებზე, ყველას აქვს უფლება მოვიდეს პატრიარქთან და  გაუზიაროს თავისი აზრები. მადლობთ. დალოცვილი იყავით და ბედნიერი  შობა გაგითენოთ ღმერთმა”.- განაცხადა პატრიარქმა.

პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ვოლსკიმ კათოლიკოს-პატრიარქს მოკლედ გააცნო სამომავლო გეგმები და უმრავლესობის ხედვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტი მუშაობს.

„ერთი მთავარი წერტილი არის ეროვნული ინტერესები, რომელიც ყოველთვის უნდა მოდიოდეს წინ, რა თემაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობები, იქნება ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც ჩვენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს გააჩნიათ, თუმცა ჩვენ აქაც უნდა ვნახოთ რაღაც გამოსავალი და სწორედ ამ გზით მივდივართ.  არის ასევე მთელი რიგი კანონები, რომლებიც ასევე ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს დამკვიდრებული. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ვცხოვრობთ, ვარსებობთ და ვმუშაობთ იმ პრინციპებით, რასაც ჰქვია ეროვნულობა, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი და რასაც ჰქვია მცნებები, რომელსაც ეკლესია გვასწავლის – სიყვარული უპირველეს ყოვლისა”.-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ მასთან მისვლის უფლება  ყველას აქვს.

„საერთოდ, როცა რაღაც გაჭირვება გაქვთ, როცა ვერ თანხმდებით, როცა  დაძაბულია ურთიერთობა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან და ჩვენ ვისაუბროთ. მე მგონი, ეს სიმშვიდეს მოიტანს. მე მინდა გთხოვოთ, რომ საუბრის დროს არ იყოს ხმამაღალი,  უხეში მიმართვა ერთმანეთის მიმართ. თქვენ გიყურებთ, თქვენ ეტალონი ბრძანადებით ხალხისთვის, მაგალითი ბრძანდებით ხალხისთვის და ხალხი ცოტა მტკივნეულად იღებს ამას, ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ უხეში მიმართვები არ გქონდეთ”, – მიმართა ილია მეორემ პარლამენტარებს და სტუმრობისა და მილოცვისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ვოლსკიმ კათოლიკოს-პატრიარქს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ მიულოცა იუბილე და  ჯანმრთელობა უსურვა.

„ვლოცულობთ ყველა იმისათვის, რომ თქვენ  დიდი ხანი იყოთ ჯანმრთელად და იყოთ სათავეში იმ უშველებელი საქმისა, რასაც ჩვენი სულიერების მწყემსვა ჰქვია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

გია ვოლსკი ილია მეორე იუბილე საპარლამენტო უმრავლესობა 2018-01-05
Tags გია ვოლსკი ილია მეორე იუბილე საპარლამენტო უმრავლესობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკა ბესელია: პრეზიდენტის განცხადება ძალიან სუბიექტური ჩანდა

შემდეგი სტატია

ილია მეორე საპარლამენტო უმრავლესობას: როცა რაღაც გაჭირვება გაქვთ, ვერ თანხმდებით, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩემთან და ვისაუბროთ

მსგავსი სტატიები

„თუ ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთს ხელისუფლების წინაშე ომის დროს, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე“

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018

დედაენის ბაღში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ აქცია იმართება

30 სექ 2018

ლუკა ლოჩოშილი და გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ

30 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

  • დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

    დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge