“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის განცხადება იმის შესახებ, რომ გაზის შესყიდვა რუსეთისგან არ მოხდება, არის საგანგაშო. გოცირიძის განცხადებით, ქართული მხარე რუსეთისგან გაზს ფულის არ ქონის გამო ვერ ყიდულობს. რომან გოცირიძემ მმართველ გუნდს კახი კალაძის განცხადებაც შეახსენა, რომელიც “გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების დროს იაფ გაზზე საუბრობდა.
„გუშინ მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველო არ იყიდის რუსეთიდან გაზს. კი არ იყიდის, არამედ ვერ იყიდის. ვერ იყიდის იმის გამო, რომ გაფორმებული კონტრაქტით „გაზპრომის“ მიერ მოცემული ფული ჰყოფნის მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან, სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებას. არ არის ფული და ჩვენ გვახსოვს როგორ გვპირდებოდა კალაძე, რომ რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა, იაფი გაზის შემოდის და ახლა ვამბობთ, რომ 100%-ით გაზი შემოდის აზერბაიჯანიდან. თუ იაფი კონტრაქტი გააფორმა, რატომ არ ვყიდულობთ გაზს. იმიტომ არ ვყიდულობთ, რომ არ არის ფული, 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი გვერგებოდა უფასოდ, ეს არის 100 მილიონი ლარის ღირებულების გაზი, დღეს ჩვენ ვერ ვყიდულობთ ერთი მილიონის ღირებულების გაზსაც კი, ეს არის ძალიან საგანგაშო განცხადება. ამ ხელშეკრულებამ გვაზარალა დაახლოებით 80 მილიონი ლარით“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
კომენტარები