NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ე.წ. მოსამართლე გიორგი არველაძემ განაჩენი გამოუტანა არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ მის დამკვეთებს იუსტიციის სამინისტროში“

„ე.წ. მოსამართლე გიორგი არველაძემ განაჩენი გამოუტანა არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ მის დამკვეთებს იუსტიციის სამინისტროში“

05 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 323 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„დღეს, საქართველოს, მოსამართლე გიორგი არველაძის სახით ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე შეემატა“ – აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.

„ე.წ. მოსამართლე გიორგი არველაძემ დღეს განაჩენი გამოუტანა  არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ მის დამკვეთებს იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურასა და შუშის სასახლეში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვპირდებით მას და პროკურორად წოდებულ ირაკლი ნადარეიშვილს, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

მინდა საზოგადოებამ იცოდეს სწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროს მათ, ვინც ამბობს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ე.წ. გირგვლიანის საქმეში ცნეს დამნაშავედ. საქმე, რომელზეც სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა, ეხება კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას. უფრო კონკრეტულად კი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი შეიწყალა  და მათ სასჯელი გაუნახევრდა.  არაფერი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია. და ვინც ამას ამბობს, ან სახელისუფლებო მედიაა, ან უშუალოდ ხელისუფლების პროპაგანდაში მონაწილეობს.

2012 წლის შემდგომ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, განუწყვეტლივ გვესმის ფარისევლური საუბრები იმაზე, რომ კანონი ყველასთვის ერთია და მასზე მაღალი არავინაა. თუმცა დღეს მკაფიო რეალობის წინაშე დავდეგით –  არათუ კანონია ყველასთვის ერთი და მის წინაშე ყველა თანასწორია, არამედ ივანიშვილმა  მოსამართლის ხელით გვითხრა რომ კანონი არის ის, რასაც ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრი იტყვის.“

კომენტარები

განაჩენი ენმ ენმ-ის ლიდერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსპრეზიდენტი ზაზა ბიბილაშვილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე სააკაშვილოი 2018-01-05
Tags განაჩენი ენმ ენმ-ის ლიდერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსპრეზიდენტი ზაზა ბიბილაშვილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე სააკაშვილოი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ოპოზიციის ნაწილი ვიწროპარტიულ ინტერესებში ცვლის იმ ღირებულებას, რასაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება ქვია”

შემდეგი სტატია

პოეტ ზვიად რატიანის კოლეგები ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ

მსგავსი სტატიები

საოკუპაციო ხაზთან „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

საოკუპაციო ხაზთან „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

19 იან 2018
ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

29 ივნ 2018
მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან, იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა? – კობახიძე კრიტიკას პასუხობს

მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან, იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა? – კობახიძე კრიტიკას პასუხობს

ირაკლი შალიკაშვილი 06 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge