NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ღვინის ეროვნული სააგენტო: 2017 წელს რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტო: 2017 წელს რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

05 იან 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 1156 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული, – ამის შესახებ ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 49% შეადგინა.

“ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 43% (7 585 407 ბოთლი), რუსეთი – 76% (47 778 920), უკრაინა – 46%(8 502 554), პოლონეთი – 15% (2 676 440), ლატვია – 20% (1 505 138), ბელარუსი – 56% (1 827 130), აშშ – 56% (457 920), გერმანია – 38% (404 538), ისრაელი – 150% (213 074), მონღოლეთი – 82% (168 162), საფრანგეთი – 178% (99 796), აზერბაიჯანი 75% (141 294) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554), ჩინეთი (7 585 407), ყაზახეთი (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440)”- აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 12,8 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 4,2 მლნ, „წინანდალი“ – 3,4 მლნ, „ახაშენი“ – 1,5 მლნ, „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი, „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი და ა.შ.

“2017 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 250-მდე კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 78%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 39,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება 70%-ს აღწევს.

მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 180% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 846,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2016 წელთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

მთლიანობაში – ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია”- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

კომენტარები

ექსპორტი ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინო 2018-01-05
Tags ექსპორტი ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლარი გაუფასურდა

შემდეგი სტატია

გირგვლიანის ბიძა: სააკაშვილმა ხელი დააფარა მკვლელებს

მსგავსი სტატიები

ბათუმში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა იპოვეს

ბათუმში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა იპოვეს

20 ნოე 2017

აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს

07 ოქტ 2017
რუსეთში 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთში 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა

12 თებ 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge