31 დეკემბერს რადიკალურმა ისლამისტებმა ნაღმტყორცნების გამოყენებით სირიაში რუსული ავიაბაზა დაბომბეს, რის შედეგადაც განადგურდა ოთხი ბომბდამშენი Су-24, ორი გამანადგურებელი Су-35С და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-72. არსებული ინფორმაციით დაჭრილია ათეულობით რუსი სამხედრო. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.
ასევე, ბაზაზე განადგურდა იარაღის საწყობი, რომელიც ჭურვის მოხვედრის შემდეგ აფეთქდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. როგორც „კომერსანტი“ წერს, ეს ყველაზე მძიმე დანაკარგია, რომელიც 2015 წელს დაწყებულმა ოპერაციისას რუსმა სამხედროებმა განიცადეს.
კომენტარები