NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“სუს-ის მტკიცებულებები ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში”

“სუს-ის მტკიცებულებები ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში”

04 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 428 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი  ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოეპრაციასთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მის ნებისმიერ გამოვლინებასთან უშეღავათო ბრძოლა სახელმწიფოს ერთერთი უპირველესი ფუნქციაა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩდა და წარმატებით ართმევს თავს ამოცანას,  აქვს ჩვენი გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ასეთ გამოწვევებთან გვაქვს საქმე,  ჩვენი ძალოვანი უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც ეყრდნობა ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ისინი მრავალსაათიანი სპეცოპერაციის დროს ცდილობდნენ ცოცხლად აეყვანათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დისლოცირებული ტერორისტული ჯგუფის წევრები, სადაც სამწუხაროდ, ერთი სპეცრაზმელი დაგვეღუპა და ოთხი დაიჭრა, და მაშინაც, როცა აკავებდნენ ამ ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს თბილისსა და ახმეტის რაიონში.

დღეს სუსმა გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით და სხვადასხვა ხარისხით, ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში და ცხადყოფს, იმ საფრთხის მასშტაბებს, რომელიც ქვეყანამ აიცილა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად.

სამწუხაროა, რომ  თემირლან მაჩალიკაშივილი მძიმედაა დაჭრილი. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ მის გადასარჩენად.

ამ ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებზე და საზოგადოების ინტერესზე პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ, რომელიც უკვე დაწყებულია მთავრი პროკურატურის მიერ.

სამწუხაროდ,  ზოგიერთი პოლიტიკური პარტია  და  მასთან ასოცირებული მედია, უნისონში ეწევიან ესოდენ მგრძნობიარე თემებით სპეკულირებას და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეტევა მიაქვთ უსაფრთხოების სამსახურებზე, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას.

მიუხედავად ასეთი პოლიტიკური თავდასხმებისა, ჩვენ ვრჩებით სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე და ვაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე დროს, დანაშაულთან ბრძოლის საქმეშიც ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტებისა. საზოგადოებას აქვს უფლება დასვას შეკითხვები, ხოლო ხელისუფლების ინტერესია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობა და ქვეყნის სტაბილურობა”- ნათქვამია ირაკლი სესიაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა  ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოეპრაციასთან დაკავშირებით ვიდეოკადრები გაავრცელა. 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან თბილისის ქუჩებში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები და თემირლან მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, სუს-ის ცნობით, სპეცოპერაციის  დროს ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ხოლო ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი ლიკვიდირებულ იქნენ, ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი  შოაიფ ბორზიევი დააკავეს.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა.
რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა,  რომელიც წარდგენილ იქნა  სისხლის სამართლის საქმეზე იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა  და ომალოში  აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.

ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით,   დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის  სხვა წევრებთან”- ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

ახმედ ჩატაევი თემირლან მაჩალიკაშვილი ირაკლი სესიშვილი პანკისის ხეობა სპეცოპერაცია ტერორიზმი 2018-01-04
Tags ახმედ ჩატაევი თემირლან მაჩალიკაშვილი ირაკლი სესიშვილი პანკისის ხეობა სპეცოპერაცია ტერორიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში, პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს

შემდეგი სტატია

“40 წლის წინ განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ეკლესიის საჭეთმპყრობელი”

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს

ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2019
ფხაკაძის განცხადებით, მან ზაზა სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო

ფხაკაძის განცხადებით, მან ზაზა სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო

26 ივნ 2018
ირაკლი კობახიძე: ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი  მთავარი და საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია

ირაკლი კობახიძე: ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი და საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია

30 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

  • ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

    ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

  • ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

    ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

  • ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

    ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge