თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს 85 წლის იუბილე მიულოცა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ 85 წლის იუბილეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. შეუფასებელია მისი 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში. ვუსურვებ დიდხანს, ძველებური შემართებით, სიბრძნით და მოყვასისადმი სიყვარულით ეზრუნოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის“,- განაცხადა კალაძემ.
კომენტარები