ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, მექა ხანგოშვილი პანკისში დაჭრილი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. ხანგოშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ, როცა ამტკიცებენ, რომ მათ ტერორისტთა ჯგუფთან ჰქონდათ კავშირი.
ახმედ ჩატაევი ამ პირტიტველა ბიჭების იმედად არ შემოვიდოდა, ჩვენ ძალიან ვიკავებთ თავს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სახელმწიფოზე ვფიქრობთ პირველ რიგში და ვზრუნავთ ამ სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯზე. დარწმუნებული ვარ, არც ჩატაევი, არც მისი თანამებრძოლები და საერთოდ, ამ ბავშვებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, საქართველოს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულს არ ჩაიდენდნენ, ამაზე საუბარიც ზედმეტია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. საჯარო მოხელეებს უნდა ესმოდეთ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული პირველ რიგში. რა თქმა უნდა, დაარღვიეს, როდესაც არ არის მტკიცებულებები რეალური და ამ შემთხვევაში, როდესაც შენ ხელს ადებ და ამბობ, რომ მათ ტერორისტთა ჯგუფთან ჰქონდათ კავშირი, ეს უკვე ნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არის დარღვეული“,-განაცხადა ხანგოშვილმა.
კომენტარები