ამერიკული გამოცემა Bloomberg საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის ასახელებს. საქართველო ტურისტულად მიმზიდველ 22 ქვეყანას შორის მოხვდა. გამოცემა მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.
საქართველოს აღწერის დროს გამოცემა წერს: “თბილისი 29-ჯერ დაინგრა და თავიდან აღადგინეს. გასაკვირი არ არის, რომ მისი მტკიცე სულისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო, თბილისს სულ უფრო ხშირად ადარებენ ბერლინს. სპარსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ქვეყნის კულტურაზე დიდი გავლენა იქონია, პირველ რიგში კი მის ვეგეტარიანულ სამზარეულოზე, როგორიცაა მაგალითად ხაჭაპური”.
გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველო ცნობილია ღვინის კულტურით. სტატიაში აჭარისა და ყაზბეგის კურორტებზეცაა საუბარი.
Bloomberg ტურისტებს ურჩევს, საქართველო გაზაფხულზე (აპრილი-ივნისი) ან შემოდგომაზე (სექტემბერი-ოქტომბერი) მოინახულონ.
კომენტარები