NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“40 წლის წინ განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ეკლესიის საჭეთმპყრობელი”

“40 წლის წინ განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ეკლესიის საჭეთმპყრობელი”

04 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1212 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ეს არის დღესასწაული სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიის და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 40 წელია, რაც უწმინდესი და უნეტარესი სამშობლოს სიყვარულისა და გვერდში დგომის მაგალითს გვაძლევს.

„40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიის და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის განმავლობაში თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობითა და ცხოვრებით, გვაძლევდით მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთსა და ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ, მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვულოცავ სრულიად საქართველოს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის პრეზენტაციას უმასპინძლა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ  აღნიშნა, რომ ბიბლიის აკადემიური ტექსტის გამოცემა ისტორიული მოვლენაა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბიბლიის ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის გამოცემას განსაკუთრებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი კობახიძემ გაწეული სამუშაოსთვის – საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ ვართ ისტორიული მოვლენის მონაწილენი და მომსწრენი. ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ბიბლიის აკადემიური ტექსტის გამოცემა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქართული ისტორიოგრაფიისთვის, მას აქვს ძალიან დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, ხელნაწერთა ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს საქმე ვერ შედგებოდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაბადების დღე მიულოცეს და ბიბლიის (ძველი აღთქმა) ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის პირველი გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

“ბიბლიის ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის პირველი გამოცემა V-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული „ძველი აღთქმის“ წიგნების სრულ მასალას მოიცავს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა თითქმის 60-წლიანი შრომის შედეგს წარმოადგენს. წიგნი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.”- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ბიბლია ილია მეორე ირაკლი კობახიძე მილოცვა 2018-01-04
Tags ბიბლია ილია მეორე ირაკლი კობახიძე მილოცვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“სუს-ის მტკიცებულებები ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში”

შემდეგი სტატია

“სპეციალური დანამატის გაცემის საკმარისი გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი”- აუდიტის სამსახურის ანგარიში შსს-ზე

მსგავსი სტატიები

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მშვიდობას და ევროპულ ხვალინდელ დღეს“

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018

„არასამთავრობოები ძირითადად შექმნილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან ან ვალში“

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018
შეტაკებები დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის (ვიდეო)

შეტაკებები დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 09 მარ 2023

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge