“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოეპრაციასთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“სუსის ახალი ბრიფინგი და არაფრისმთქმელი ფირების გამოქვეყნება მიზნად ისახავდა მოქალაქეებზე ემოციური ზეგავლენის მოხდენას.
სუსის განცხადებით დადასტურდა, რომ:
1. კვლავ არ არსებობს პანკისელი თანამოქალაქეების ტერორიზმთან კავშირის არანაირი მტკიცებულება.
2. წარმოდგენილ ფირებზე დაყრდნობით ტერორიზმთან კავშირზე საუბარი შეუძლებელია. ასევე, არაფერს არ ემყარება პანკისელების მიერ ჩატაევის ჯგუფის საქართველოში შემოყვანის ბრალდება.
3. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რომელი სამთავრობო უწყების გარანტიით გაბედეს ტერორიზმში ბრალდებულებმა თბილისის ქუჩებში და მაღაზიებში უპრობლემოდ გადაადგილება.
4. 26 დეკემბრის პანკისის ხეობის ძალისმიერი აქცია ჩატარდა ყურადღების გადატანის მიზნით, რათა პასუხი არ გაეცეს მთავარ კითხვას:
ხელისუფლების რომელმა შტომ შემოიყვანა და შეაიარაღა ჩატაევის გარემოცვა და ვისი გარანტიით ცხოვრობდნენ ისინი საქართველოში?”- წერს წიკლაური “ფეისბუქში”.
ცნობისთვის, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოეპრაციასთან დაკავშირებით ვიდეოკადრები გაავრცელა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან თბილისის ქუჩებში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები და თემირლან მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, სუს-ის ცნობით, სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ხოლო ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი ლიკვიდირებულ იქნენ, ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შოაიფ ბორზიევი დააკავეს.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა.
რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.
ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან”- ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
სუსის ახალი ბრიფინგი და არაფრისმთქმელი ფირების გამოქვეყნება მიზნად ისახავდა მოქალაქეებზე ემოციური ზეგავლენის…
Posted by Nugzar Tsiklauri on ხუთშაბათი, 04 იანვარი, 2018
კომენტარები