NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“…არ მიხარია, რადგან საკუთარ თავს არ ვუსვამთ მთავარ შეკითხვას – რატომ?”

“…არ მიხარია, რადგან საკუთარ თავს არ ვუსვამთ მთავარ შეკითხვას – რატომ?”

04 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1024 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს მწერალ ლაშა ბუღაძის წერილს: “რატომ არ მიხარია ახალი წელი?”, რომელსაც უცვლელად გთავაოზობთ:

“იმიტომ რომ, რთულია შოკიდან გართობაზე გადასვლა.

რთულია ხელაღებით დაივიწყო გუშინ მომხდარი და ბედნიერი აღტაცებით გიხაროდეს დღევანდელი დღე.

რთულია სასოწარკვეთილების უცაბედი და “სავალდებულო” მხიარულებით გარდაქმნა.

რთულია ტრაგიზმის სტრესის ჩანაცვლება აუცილებელი ზეიმის სტრესით.

არ მიხარია, რადგან არსად წასულა, თუნდაც ბოლო ერთი თვე, და თუ ცნობიერად “წავიდა”, ქვეცნობიერად შერჩა ჩვენს სოციალურ მეხსიერებას.

არ მიხარია, რადგან შეუძლებელია მხიარული იყოს წლის ყველაზე სოციალური დღესასწაული, როცა თუნდაც მხოლოდ წლის ბოლო ასეთი არამხიარულია.

არ მიხარია, რადგან ჯერ ერთი თვეც არ გასულა, რაც სკოლის მოსწავლეების მკვლელობამ ჩაგვაგდო შოკში.

არ მიხარია, რადგან თვეზე ოდნავ მეტი გავიდა, რაც შოკში ჩაგვაგდო თბილისში გაჩაღებულმა ოცდაორსაათიანმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო ბათუმის სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა და 11 ადამიანის დაღუპვამ.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო ადამიანის ცემამ და წამებამ, და თითქოს საკმარისი არ ყოფილიყო მისი ფიზიკური ჩაგვრა, შოკში ჩაგვაგდო მორალურმა ჩაგვრამაც – როცა სიძულვილის ობიექტად აქციეს მსხვერპლი.

არ მიხარია, რადგან შოკში ჩაგვაგდო მძინარე 19 წლის ბიჭის სასიკვდილოდ დაჭრამ პანკისში.

არ მიხარია, რადგან შევეჩვიეთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ფასი არა აქვს და შოკში აღარც ვვარდებით, როცა გვესმის, რომ “მორიგი მუშა დაიღუპა მორიგ მშენებლობაზე”.

არ მიხარია, რადგან გარშემო ამდენი აგრესია, თვალთმაქცობა და უმწეობაა.

არ მიხარია, რადგან შეკითხვებზე პასუხს ვერ ვიღებთ.

არ მიხარია, რადგან არც ვსვამთ რეალურად შეკითხვებს.

არ მიხარია, რადგან საკუთარ თავს არ ვუსვამთ მთავარ შეკითხვას – რატომ?”

კომენტარები

ახალი წელი ლაშა ბუღაძე 2018-01-04
Tags ახალი წელი ლაშა ბუღაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საფრანგეთს ქარიშხალი „ელეანორი“ დაატყდა თავს

შემდეგი სტატია

სან-ფრანცისკოსთან 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მსგავსი სტატიები

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

15 აგვ 2018
მარგო რობის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი

მარგო რობის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018
ნარმანიამ პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა

ნარმანიამ პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა

10 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge