თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მომჩივანი მხარის, მისი ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. სამხარაძე რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა. რამიშვილი ბრალდებებს უარყოფდა.
“2016 წლის აპრილში დავიწყეთ ბრძოლა სიმართლისთვის და იმის დასადასტურებლად, რომ სამსახურში შალვა რამიშვილი სექსუალურად მავიწროებდა. 2 წელი დასჭირდა, მაგრამ დღეს ქართულმა სასამართლომ ფაქტი დაადასტურა.
უპირველესია ის, რომ ეს პრეცედენტული საქმეა და ბევრ სხვა ქალს, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს, დღეს უკვე შეუძლია თამამად ამოიღოს ხმა და იბრძოლოს საკუთარი სიმართლისთვის”- განაცხადა თათია სამხარაძემ.
კომენტარები