ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, რომელსაც 51-ე სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა, კიდევ ორი მოზარდი დაიჭრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
“იმის გამო, რომ პოლიციას დაშავებულებმა ჩვენება არ მისცეს მათი ვინაობა ამ დრომდე დადგენილი არ არის.
როგორც კონფიდენციალური წყარო გვიყვება, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი გარჩევის დროს 2 მოზარდი მსუბუქად დაიჭრა. ერთერთს ექიმების დახმარებაც დასჭირდა და ის, სავარაუდოდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც იყო მიყვანილი. მეორე მოზარდი დაჭრილი იყო მსუბუქად და მას ექიმების დახმარება არ დასჭირვებია”- იუწყება ტელეკომპანია.
ცნობისთვის, 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს კი მეორე მოზარდი, დავით სარალიძეც დაიღუპა.
კომენტარები