კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივებს შეხვდა. ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საუბარი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იყო, კომენტარი ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
„იკვეთებოდა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები და ეს ადამიანები იყვნენ კავშირში ამ ზრახვების მატარებელ ადამიანებთან, დავინახე, რომ ჩატაევი გეგმავდა ტერორისტულ აქტს საქართველოში და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კავშირში ჩატაევის იმ ჯგუფთან, რომელიც ლიკვიდირებული იქნა იმ სპეცოპერაციის დროს, ერთად არიან გადაღებული. მე ვნახე კადრები, სადაც ჩანდა ამ ხალხის თანამონაწილეობა იმ ხალხთან“,-განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომენტარები