ბათუმში, 50 წლის მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი წლის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები