„ქარიშხლებიდან მზის დაბნელებამდე“ – 2017 წელი მძიმე და ამავდროულად დასამახსოვრებელი წელი იყო.
უამრავი ტერაქტი, მსხვერპლი, სტიქიური მოვლენები, საოცარი აღმოჩენები – ეს ყველაფერი აერთიანებს 2017 წლის მსოფლიოს.
ABC News – ის ფოტოგრაფებმა შეარჩიეს 2017 წლის საუკეთესო ფოტოები, რომელიც გვიყვება თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი 12 თვის განმავლობაში.
#1
მამაკაცი, რომელიც თავის ქალიშვილთან ერთად გარბის 2017 წლის 4 მარტი ერაყი.
#2
ხანძრის შედეგი კალიფორნიაში (ქალაქი სანტა-როზა) 2017 წლის 11 ოქტომბერი.
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ამერიკის კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში, ძლიერი ხანძრის შედეგად. ხანძარმა გაანადგურა 1500-მდე შენობა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი სანტა-როზა, სადაც რამდენიმე უბანში დაიწვა კერძო საცხოვრებელი სახლები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებული იყო 20 ათასამდე ადამიანი.
#3
2017 წლის 8 ნოემბერი ჩრდილოეთ ინგლისი, სადაც ფანჯრიდან ჩანს თვითმფრინავების ცვენა.
#4
კოლბოი ტაილერ ტურკო ( Tyler Turco ) 2017 წლის 23 ივლისი.
#5
„დედამიწის საუკეთესო შოუ“ ცირკის ბოლო პერფომანსი 2017 წლის 21 მაისი ნიუ-იორკი.
#6
2017 წლის 14 ივნისი ლონდონი ხანძარი გრენფილ თაუერში.
14 ივნისს დასავლეთ ლონდონში, 24-სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე 200 მეხანძრე მუშაობდა. ხანძარი შუაღამისას გაჩნდა, როდესაც შენობაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ეძინა.
#7
2017 წლის 12 სექტემბერი ბანგლადეში.
რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ეთნიკური ძალადობის შედეგად მიანმარის და ბანგლადეშის საზღვარზე 600,000 როჰინჯა მუსლიმი აფარებს თავს, რის გამოც რეგიონში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისია. როჰინჯას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბურმის არმია იჭრება მათ სოფლებში და კლავს, ცემს და ძალადობს მათზე. თავად ბურმის სახელმწიფოს მეთაურები კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ რომ ეს ძალადობა ტერორისტების პროვოცირებულია.
#8
კანადა 2017 წლის 22 ივლისი თეთრი დათვი. რომელიც ნახევრად დამდნარ ყინულზე დგას.
#9
2017 წლის 6 მარტი ჰამბურგის ზოოპარკი.
#10
2017 წლის 10 აგვისტო კაცი, რომელიც პოლიციას მშვიდობისაკენ მოუწოდებს.
კენიის დედაქალაქში პოლიციამ ოპოზიციის მომხრეების წინაააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ნაირობიში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ იმართებოდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, აგვისტოს დასაწყისიდან პოლიციასთან შეტაკების შედეგად ოპოზიციის სულ მცირე 67 აქტივისტი დაიღუპა. კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართა, შედეგები კი 13 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ მოიპოვა. უზენაესმა სასამართლომ ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. განმეორებითი არჩევნები თავადაპირველად 17 ოქტომბერს დაინიშნა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხმის მიცემა 26 ოქტომბრამდე გადაიდო.
#11
2017 წლის 1 ოქტომბერი ტერაქტი ლას ვეგასში, როდესაც ხალხი ერთმანეთს ეხმარება.
1 ოქტომბერს, საღამოს, ლას-ვეგასში ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე, თავდამსხმელმა ღონისძიების მონაწილეებს განურჩეველი ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე სასტუმროს და კაზინოს „მანდალაი ბეის“ ნომერში, 32-ე სართულზე იყო და ფანჯრიდან ისროდა.
მსროლელი 64 წლის ამერიკელი სტივენ პედოკი აღმოჩნდა, რომელმაც პოლიციელების მისვლამდე, თავი მოიკლა.
#12
2017 წლის 12 აგვისტო ვირჯინიაში საპროტესტო აქციის დროს ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა.
#13
2017 წლის 8 ივნისი ვაშინგტონი ჯეიმს კომის მოსმენა სენატში.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის მოსმენა სენატში.
საუბრის დაწყებისთანავე კომიმ აღნიშნა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თეთრი სახლი ბევრ რამეს იტყუება. კერძოდ, საუბარია მისი მხრიდან ფედერალური ბიუროს მართვასთან დაკავშირებულ რიგ პრობლემებზე, რაც კომის გადაყენების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა
პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გადააყენა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელმძღვანელი ბიუროს ეფექტიანად მართვას ვერ ახერხებდა.
ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ვინც FBI-ის უფროსი მოხსნა.
#14
მზის დაბნელება: 2017 წლის 21 აგვისტო სკოლა „მედრესის“ მოსწავლეები ორეგონში.
#15
პატარა ქალაქი კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდზე მოულოდნელად ტურისტულ ღირსშესანისნაობად იქცა. ამის მიზეზი ულამაზესი აისბერგი გახდა. 2017 წლის 16 აპრილი.
#16
2017 წლის 1 თებერვალი ჩრდილოეთ დაკოტა: პოლიციის ოფიცრები.
#17
2017 წლის 27 აგვისტო პოლიცია „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულებს ეხმარება.
მძლავრი ქარიშხალი სახელად „ჰარვი“ ტეხასის შტატს თავს დაატყდა. სტიქიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წყალდიდობებმა და ძლიერმა ქარმა ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.
#18
ერაყი 2017 წლის 2 ივლისი: დაშავებულ გოგონას სამედიცინო დახმარება აღმოუჩნეს.
#19
2017 წლის 3 მარტს სირიაში (დამასკოში) კაცი ბალახებს რწყავს.
#20
ივანკა ტრამპი ქალიშვილთან თამაშის დროს თეთრ სახლში.
2017 წლის 22 ივნისი
#21
როი მურის საწინააღმდეგო აქცია ალაბამას შტატში 2017 წლის 17 ნოემბერი.
#22
#23
San Fermin-ის ფესტივალი ესპანეთში, სადაც მფრინავმა ხარმა ხალხს გადაუარა.
2017 წლის 14 ივლისი
#24
სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯები უყურებენ მონაწილეს.
ფინეთი 2017 წლის 26 თებერვალი.
#25
ლოგან დულეი (Logan Dooley) 30 წლის ბატუტზე ხტუნვის ოსტატი მილოუკის გიმნასტიკის ჩემპიონატზე.
2017 წლის 29 ივნისი
#26
ვერონიკა ჰარტფილდი (Veronica Hartfield) ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის ჩარლზონ ჰარტფილდის (Veronica Hartfield) ქვრივი , მათი ვაჟიშვილი და ქალიშვილი ესწრებიან პოლიციელების მემორიალს ლას-ვეგასის პარკში.
2017 წლის 5 ოქტომბერი
#27
ვენესუელა ხანძარწაკიდებული დემონსტრანტი.
ვენესუელაში ორთვიანი დემონსტრაციების და არეულობების შედეგად დაიღუპა 60-მდე ადამიანი და 500-ზე მეტი დაშავდა. დემონსტრანტები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვდნენ. 2017 წლის 3 მაისი
#28
დაშავებული მამაკაცი ქაბულში, რომელიც გადარჩენას სცდილობს.
2017 წლის 31 მაის ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საელჩოებთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა.
#29
პოლიციამ დემონსტრანტების წინაააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ვენესუელაში ორთვიანი დემონსტრაციების და არეულობების შედეგად დაიღუპა 55-მდე ადამიანი. დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი.დემონსტრანტები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვდნენ .
2017 წლის 10 მაისი
#30
მოცურავეების შესრულებული სინქრონიზებული ცეკვა გალას ღონისძიებაზე ჩრდილოეთ კორეაში.
15 თებერვალი, 2017 წელი
#31
ლონდონის სტადიონზე გამართული მსოფლიო მძლეოსნობის ჩემპიონატი.
2017 წლის 5 აგვისტო
#32
24 სექტემბერი პუერტო-რიკოში ველოსიპედით მოსიარულე ბიჭი.
20 სექტემბერს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მარია“ ვირჯინის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარის სიჩქარე 280 კილომეტრ საათს აღწევდა. ქარიშხალ „მარიას“ გამო მსოფლიოს ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა მუშაობა შეწყვიტა.
#33
სტივ კულვერი და თავისი ძაღლი.
სტივ კულვერი თავის ძაღლთან ჩახუტებული ტიროდა და ამბობდა, რომ ეს იყო ყველაზე მძიმე ფაქტი მის ცხოვრებაში, რადგან ქარიშხალმა „ჰარვიმ“ მთლიანი სახლი გაუნადგურა. თუმცა ტირილის მიზეზი ეს არ ყოფილი მან გაიგო, რომ მას და მის ცოლს თავშესაფარი მისცეს.
ტეხასი 2017 წლის 26 აგვისტო
#34
ხანშიშესული ქალბატონი ქარიშხალი „ჰარვის“ შედეგად დატბორილ „ლა ვიტა ბელას“ საექთნო სახლში დიკინსონში, ტეხასში.
2017 წლის 27 აგვისტო
#35
Mohammad Mohiedine Anis- ი ეწევა და მუსიკას უსმენს თავის განადგურებულ საძინებელში.
2017 წლის 9 მარტი
#36
ფოტოჟურნალისტი ალი არკადი (Ali Arkady) დოკუმენტში აღწერს ადამიანის უფლებათა დარღვევას, მათ შორის წამებას, როდესაც ელიტური ერაყის ჯარები ერაყში მუსულში, ISIS- ის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებდნენ.
#37
გადარჩენილი მიგრანტები
ლიბიის სანაპიროსთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა. განგაშის სიგნალი ლუქსემბურგულმა თვითმფრინავმა მიიღო, რომელიც ახლოს პატრულირებდა. მაშველების თქმით, მათ 50-მდე ადამიანი გადაარჩინეს, დაახლოებით 30 კი, სავარაუდოდ, დაიღუპა.
18 მაისი 2017 წელი იტალია.
#38
Orion Nebula და ახალგაზრდა ვარსკვლავები ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის სტუდენტებმა გადაიღეს.
26 ივლისს 2017 წელი
#39
2017 წლის 6 ნოემბერი ლიბიის სანაპირო
#40
დონალდ ტრამპი 27 თებერვალი.
#41
Myeshia Johnson-ი თავისი ქმრის ჯარისკაც დევიდ ჯონსონის (David Johnson) კუბოს კოცნისას, მემორიალურ ბაღში დაკრძალვის დროს.
2017 წლის 21 ოქტომბერი, ჰოლივუდი
#42
ქალი, რომელიც ტერაქტის შედეგად დაშავებულს ეხმარება.
22 მარტს, ლონდონში ტერორისტი ავტომანქანით ვესტმინსტერის ხიდზე ჯერ ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ერთი დაჭრა. ტერორისტი ლიკვიდირებულია. მისი ჩათვლით, ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დაჭრილი პოლიციელი, სულ ცოტა 20 ადამიანი დაშავდა.
#43
როჰინჯა მუსლიმი ბავშვების ცხედრები 2017 წლის 28 სექტემბერი.
#44
2017 წლის 6 ნოემბერი ტეხასი, სადაც ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ტეხასში, ქალაქ საუტერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგად.
დაზარალებულებს შორის იყვნენ ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.
#45
2017 წლის 21 აგვისტო ნიუპორტი წყვილი, რომელიც მთვარის დაბნელებას უყურებს.
კომენტარები