“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს, უნდა გასაჯაროვდეს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს, თავი დაიძვრინოს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან. “ევროპული საქართველოს” აზრით, ის, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, არ ადევს გრიფი, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ხოლო რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამისთვის არსებობს საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი ნდობის ჯგუფი, რომლითაც სამწუხაროდ მთავრობა იგნორირებას უკეთებს,’’ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსნებეთ, 26 დეკემბერს სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა. სუს-ის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ახმედ ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
კომენტარები