ტერორისტულმა დაჯგუფებამ, “ისლამურმა სახელმწიფომ” 2017 წელს სირიასა და ერაყში თვითმკვლელების გამოყენებით 770 თავდასხმა განახორციელა, იტყობინება “ისლამური სახელმწიფოს” საინფორმაციო სააგენტო.
თვითმკვლელი ტერორისტების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყენეს ერაყის არმიის წინააღმდეგ – 493. ქურთების პოზიციებთან თავი აიფეთქა 135 თვითმკვლელმა ბოევიკმა. 120 თავდასხმა განხორციელდა სირიის სამთავრობო არმიის წინააღმდეგ…
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თავდასხმის დროს ორი თვითმკვლელი ბოევიკი გამოიყენეს.
კომენტარები