ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ირანისა და მისი ხალხისთვის ზიანის მიყენების მიზნით ქვეყნის “მტრები” გაერთიანდნენ, ამის შესახებ Mehr იტყობინება.
ირანში, 28 დეკემბერს დაწყებული არეულობა, გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოწვეულია, შიდა პრობლემებით და ასევე გარედან არის წახალისებული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მსხვერპლი, სულ მცირე 20 ადამიანია. ბოლო სამი დღის განმავლობაში კი, მხოლოდ თეირანში 450 დემონსტრანტი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანში დაბლოკილია რამდენიმე საიტი.
ირანში განვითარებულ მოვლენებს დასავლელი პოლიტიკოსები თვალს ადევნებენ.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი სოციალურ ქსელში Twitter დაწერა:
“წლების მანძილზე დიადი ირანელი ხალხი რეპრესიებს განიცდიდა. მას სჭირდება საკვები და თავისუფლება. ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად ირანში გაძარცვულია ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობა. ცვლილებების დროა”.
კომენტარები