სტეპან ბანდერასადმი მიძღვნილი მარშის დროს, რომელიც უკრაინის 21 რეგიონში გაიმართა, 2 ათასამდე სამართალდამცავი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას იცავდა. ამის შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
“უკრაინის 21 რეგიონში 57 მასობრივი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც 7 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში თითქმის 2 ათასამდე სამართალდამცავმა მიიღო მონაწილეობა”, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი იარავოიმ.
ბანდერას დაბადებიდან 109 წლისთავზე მარში გაიმართა კიევში, ხერსონში, კრივოი როგში, ლვოვში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში.
შეგახსენებთ, სტეპან ბანდერა იყო უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ პოლონეთში (გალიცია); 1941—1959 წლებში უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
1942 წლიდან 1944 წლის აგვისტომდე იმყოფებოდა ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში.
1944 წელს განთავისუფლდა და გახდა ანტისაბჭოთა მოძრაობის ორგანიზატორი წითელი არმიის ზურგში, გავრცელებული ინფორმაციით, 1959 წელს სტეპან ბანდერა КГБ-ს აგენტმა მოკლა.
კომენტარები