NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრეზიდენტი: გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს

პრეზიდენტი: გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს

01 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 980 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი, 2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის- თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.

უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.

მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.

მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ.

მთავარი და მნიშვნელოვანია, მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.
ამ სულისკვეთებით, მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.

გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა მიმართვაში.

კომენტარები

ახალი წელი გიორგი მარგველაშვილი მილოცვა 2018-01-01
Tags ახალი წელი გიორგი მარგველაშვილი მილოცვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამხრეთ სახალინსკში ახალ წელს ნაძვის ხე დაიწყვა.

შემდეგი სტატია

პრემიერი: გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია

მსგავსი სტატიები

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა“

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა“

27 ნოე 2017
ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

ირაკლი შალიკაშვილი 16 აპრ 2021

მწერალი დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

29 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge