NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თეა წულუკიანმა მოქალაქეებს ახალი წელი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მიულოცა

თეა წულუკიანმა მოქალაქეებს ახალი წელი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მიულოცა

01 იან 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  სოფელ ჯგალის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 2018 წლის დადგომა საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნით მიულოცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, 51-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შვილთან – მერიკო კაკულიასთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი ესწრებოდნენ.

“ცენტრში ხუთი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. ჯგალის საზოგადოებრივი ცენტრი ამ სოფლის მკვიდრ 3 ათასამდე მომხმარებელს და მიმდებარე სოფლების − საჩინოს, მედანის, მიქავასა და მუხურის − 7 ათასამდე მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. ჯგალის ცენტრი საახალწლო დეკორაციებით, ნაძვის ხით და სპეციალური საახალწლო გირლანდებით მოირთო; ზუსტად 2018 წლის 00:00 საათზე კი, სოფელში გრანდიოზული ფოიერვერკი მოეწყო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ჯგალის საზოგადოებრივი ცენტრის პირველი ვიზიტორები თეა ძიძარია და ზვიად ჩანგელია იყვნენ, რომლებმაც ახალი წლის დადგომამდე თავიანთი ქორწინება იურიდიულად დაამოწმეს. ხელმოწერის ცერემონიალს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ჯგალის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ჯგალის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება.

საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს ათ რეგიონსა და 37 მუნიციპალიტეტში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 50 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე 500 000-მდე სერვისი გაიცა, 2 000-მდე ღონისძიება ჩატარდა და 460 ადამიანი დასაქმდა.

ჯგალის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 50 საზოგადოებრივი ცენტრი: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირსა და ფასანაურში”-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტრო ცენტრი 2018-01-01
Tags თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტრო ცენტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისს საჩუქრად  MAN-ის ახალი ავტობუსი გადაეცა

შემდეგი სტატია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მსგავსი სტატიები

ადვოკატების თქმით, მას საქართველოდან დეპორტაცია ცრუ ბრალდების საფუძველზე ემუქრება

ადვოკატების თქმით, მას საქართველოდან დეპორტაცია ცრუ ბრალდების საფუძველზე ემუქრება

21 აგვ 2017
გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეთა არჩევის დროს – ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი სხვა დეპუტატებმაც დატოვონ

გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეთა არჩევის დროს – ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი სხვა დეპუტატებმაც დატოვონ

27 თებ 2019
საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის ავსტრიაში, ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის ავსტრიაში, ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

08 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge