სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.
“გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ახალ ენერგიას, ახალ ემოციებს; ყველა იმ სიკეთეს, რაც ამ დიდი იმედით სავსე დღესასწაულს მოაქვს. მინდ,ა ჩვენს გულებში მშვიდობამ, თანადგომამ, ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა დაისადგუროს.
20 წელზე მეტია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თქვენს გვერდით დგას და დაჩაგრულთა, მსხვერპლთა, დევნილთა, უსახლკაროთა, კონფლიქტით დაზარალებულთა თუ სხვაგვარად ღირსებაშელახულთა უფლებებს იცავს. მინდა გაგამხნევოთ და დაგპირდეთ, რომ ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს, სადაც ყველა მოქალაქეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნება”-ნათქვამია ლომჯარიას მილოცვაში.
კომენტარები