ირანის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო.
თეირანში, რეშთში, ქირმანშაჰში, ისპაჰანში მიტინგების მიზეზი ქათმის კვერცხის ფასების ორმაგი ზრდა გახდა, თუმცა მოგვიანებით მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიციის თვითნებობის აღკვეთას ითხოვდნენ.
ასევე, ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ იემენში, სირიასა და ერაყში კონფლიქტებში მონაწილეობის დასრულებას, იტყობინება Reuters
უცხოური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები ირანის 9 ქალაქში გავრცელდა. თეირანში დაპირისპირება მოხდა სტუდენტებსა და პოლიციას შორის.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტისამთავრობო დემონსტრაციის ორი მონაწილე ქალაქ დოროოდში პოლიციამ ჩაცხრილა.
შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს ირანში, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
კომენტარები