საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებული ფუტსალის სტუდენტური ლიგის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ გახდა
ახალ სპორტის სასახლეში, 29 დეკემბერს გამართულ ფინალურ შეხვედრაში სეუ-მ თავისუფალი უნივერსიტეტი 5:2 დაამარცხა და 2017 წლის სტუდენტური ლიგის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.
ტურნირში მონაწილეობას 36 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი იღებდა.
ლიგის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა – ჯება არჯევანიძემ, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა მიხელ თოფურიამ და საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა დააჯილდოეს.
ნახევარფინალური მატჩები:
თსუ – სეუ 0: 0 ძირითადი დრო (პენალტების სერია 2: 3)
თავისუფალი უნივერსიტეტი 4 : 2 საქართველოს უნივერსიტეტი
ფინალი:
სეუ – თავისუფალი უნივერსიტეტი 5:2
კომენტარები