პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმის განცხადებით, რამდენიმე პარამეტრით მდგომარეობა გაუარესებულია.
“პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ნაწილობრივ, მთელი რიგი პარამეტრები გაუარესებულია. ზოგიერთი მათგან გამოსწორდა, თუმცა მთლიანობაში მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა. სამწუხაროდ, პროგნოზებზე არაფრის თქმა არ შემიძლია.
თუ გადაწყვეტს ოჯახი უცხოეთიდან ვინმე სპეციალისტის მოწვევას, ჩვენ ამ სპეციალისტის მისაღებად მზად ვართ, გადავცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, გავაცნობთ ყველა დეტალს”- აცხადებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი.
შეგახსნებეთ, 26 დეკემბერს სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა. სუს-ის ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ახმედ ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
კომენტარები