NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სუს-მა ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავა

სუს-მა ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავა

29 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 358 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავა. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან  დ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის  მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი.

2017 წლის 27 დეკემბერს, ამირან დ-მ  და ქეთევან დ-მ, ზემოაღნიშნულ პირს   მოთხოვნილი  თანხის ნაწილი,      1 000 აშშ დოლარი გამოართვეს.

2017 წლის 28 დეკემბერს, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცეს დასკვნა, სადაც მიუთითეს, რომ აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი და გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი,რა დროსაც ისინი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის  აღების და  ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახით  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან  11  წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დიდი ოდენობით ქრთამი საქართველოს ეროვნული მუზეუმი სუს-ი ქრთამი ქრთამის აღება 2017-12-29
Tags დიდი ოდენობით ქრთამი საქართველოს ეროვნული მუზეუმი სუს-ი ქრთამი ქრთამის აღება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კვირიკაშვილი: მინდა, რომ ჩემი ოჯახის ცხოვრება პრემიერობამდე, პრემიერობის დროსაც და შემდეგაც იყოს ჩვეულებრივი – ადამიანური

შემდეგი სტატია

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ

მსგავსი სტატიები

საშინელებათა ფილმები კადრს მიღმა

23 ოქტ 2017
NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება

01 აგვ 2018
მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო

მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო

12 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

    თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge