NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველი სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

29 დეკ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 517 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, რაც შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. აღნიშნული არ წარმოადგენს შემთხვევითობას და სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს. 2013–2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. 2017 წლის მხოლოდ I ნახევარში დაიღუპა 18 ადამიანი და დაშავდა 34.

28 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი სიმაღლიდან გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა და თავის დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. 27 დეკემბერს, ქუთაისში, მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ, 21 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის დემონტაჟის სამუშაოებისას ერთი მუშის დაღუპვისა და მეორის დაშავების შესახებ. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი დროულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

შსს–ს ცნობით, სამივე ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიება დროულად, სრულყოფილად და ეფექტიანად წარიმართოს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მსგავს საქმეებზე პრობლემას წარმოადგენს გამოძიების გაჭიანურება და მის ფარგლებში რეალური შედეგების მიღწევა. ამასთან, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების თავიდან აცილება და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს. აღნიშნული მიზნების მისაღწევად დროულად უნდა შეიქმნას ეფექტიანი შრომის ინსპექცია, რომელსაც დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმებისა და სანქციების გამოყენების უფლებამოსილება ექნება.

მას შემდეგ, რაც ამა წლის 9 მაისს ტყიბულის მაღაროში 4 მუშა დაიღუპა, ხელისუფლებამ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისა და ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მზაობა გამოთქვა. მიმდინარე წლის 1 ივნისს შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში იქნა ინიცირებული, თუმცა ინიცირებიდან 7 თვის თავზე კანონპროექტი მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. პროცესების ასეთ რეჟიმში წარმართვა მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოება ჯერ კიდევ ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში”- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ჩართულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში, რომელიც თავდაპირველად ინტენსიური იყო.

“თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული პროცესი შეფერხდა, მათ შორის, გამოიკვეთა მთავრობის შიგნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს შორის კოორდინაციის პრობლემა. სახალხო დამცველს კანონპროექტთან დაკავშირებით პრინციპული შენიშვნები გააჩნია და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში მათი გათვალისწინება მოხდება. ამასთან, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მისი განხილვა უსაფუძვლოდ არ გაჭიანურდეს, მიღებული კანონი კი ასევე დროულად შევიდეს ძალაში. კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის მიხედვით, მისი პრაქტიკაში ამოქმედება მიღებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ არის დაგეგმილი, რაც მიუღებელია და საგრძნობლად უნდა შემცირდეს, შრომის უსაფრთხოების დროულად უზრუნველსაყოფად”-ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, პრიორიტეტულად განიხილოს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი და მიიღოს ეფექტიანი ზომები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

“ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნულ პროცესს, მათ შორის უწყებებს შორის დროული კოორდინაციისა და საკითხის მნიშვნელობისა და სიმწვავის აღიარების გზით”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

გამოძიება მუშები სამუშაო ადგილები სახალხო დამცველი შრომა 2017-12-29
Tags გამოძიება მუშები სამუშაო ადგილები სახალხო დამცველი შრომა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯანელიძე ქართულ დიასპორას: მინდა გრძნობდეთ, რომ სამშობლო თქვენ გელოდებათ

შემდეგი სტატია

ნელი აგირბამ “რუსთავი 2” დატოვა

მსგავსი სტატიები

“ადამიანი თავისი ტვინის 2%-ს იყენებს მარტო. არ გიკვირთ, რატომ არის ასე? “

“ადამიანი თავისი ტვინის 2%-ს იყენებს მარტო. არ გიკვირთ, რატომ არის ასე? “

ნინო ჩხეიძე 23 დეკ 2020

თბილისის ავტობუსების ფერი შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიცვალოს

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018
„მჯერა, რომ ლარის კურსის მერყეობა არ იქონიებს გავლენას მედიკამენტების ფასებზე“

„მჯერა, რომ ლარის კურსის მერყეობა არ იქონიებს გავლენას მედიკამენტების ფასებზე“

17 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge