NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობაზე”

“არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობაზე”

29 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 386 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, რომელიც მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას ესწრებოდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი პოეტ ზვიად რატიანის საქმესაც შეეხო.

„როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობაზე, სამინისტროს სტრუქტურულ რეფორმაზე, რამდენიმე მიმართულებით: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია. ასევე, შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და იმ დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც შს მინისტრის მიერ დაანონსდა. ასევე, ვისაუბრეთ გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, როგორიც არის: ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ზოგადად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული და ასე შემდეგ. ჩვენ, ფაქტობრივად, ამ შეხვედრით საფუძველი ჩავუყარეთ შემდგომ თანამშრომლობას, შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე, გარკვეული მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პერიოდულობით, ეს იქნება თვეში ერთხელ, თუ ორ თვეში ერთხელ, ჩვენ შევიკრიბებით და უკვე ცალკეულ საკითხებს განვიხილავთ სამუშაო ჯგუფებში.

კონკრეტულად რამდენიმე საქმეზე იყო საუბარი, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმეზე, თუმცა, ზვიად რატიანის საქმე არ ყოფილა ერთადერთი საქმე, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ, ზოგადად, სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ თემაში ძალიან სიღრმისეულად არ შევსულვართ იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ჩვენ ამ თემაზე უკვე გავაკეთეთ კომენტარი. ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად იქნა დღეს ცნობილი სასამართლოს მიერ, ასევე, მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება და სანამ არ დასრულდება ეს გამოძიება, შსს-ს მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც ამ საქმეზე ვაკეთებთ.

არასამთავრობოებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი შსს-ს მიმართ. ეს იყო სამინისტროს ღიაობა, გახსნილობა გარკვეული მიმართულებით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ამა თუ იმ რეფორმაში, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, გახსნილი და არც ერთი მიმართულებით მათთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ იქნება იმიტომ, რომ მათი ჩართულობა, ჩვენ არა ~ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ყველა იმ რეფორმაში, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს, მათი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

გიორგი გახარია ზვიად რატიანი ნათია მეზვრიშვილი საპოლიციო კონტროლი შსს 2017-12-29
Tags გიორგი გახარია ზვიად რატიანი ნათია მეზვრიშვილი საპოლიციო კონტროლი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“შსს ღიაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის, კრიტიკის, მოსაზრებებისა და წინადადებებისთვის”

შემდეგი სტატია

თბილისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმა მოხდა

მსგავსი სტატიები

გიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

12 ოქტ 2017

მერილინ მენსონი-“არ მომწონს გოგოებთან ჩხუბი, არ ვიჩხუბებ ჯასტინ ბიბერთან”

19 ოქტ 2017

საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკვლევა ტარდება

12 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

  • ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ BBC

    ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ BBC

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge