NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»N54 ავტობუსი მარშრუტზე პირველად 31 დეკემბერს გავა

N54 ავტობუსი მარშრუტზე პირველად 31 დეკემბერს გავა

29 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1217 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ავტობუსის ახალ, N54 მარშრუტზე ავტობუსები პირველ რეისს 31 დეკემბრის დილიდან შეასრულებენ. N54 ყოფილი N13-ის მარშრუტს იმეორებს და მის დანიშვნას დიდი დიღმის მოსახლეობა თბილისის მერიისგან რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა.

N13 მარშრუტი 2009 წელს გაუქმდა და მას შემდეგ დიდი დიღმიდან საბურთალოს გავლით, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე ავტობუსები აღარ მოძრაობდა.

დედაქალაქის მთავრობამ ავტობუსების ახალი – N54 მარშუტის დანიშვნის გადაწყვეტილება 13 დეკემბერს მიიღო. N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი  დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან – ახალი ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს გაივლის და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. გელოვანის გამზირიდან იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და  ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ N54 მარშრუტი ვაშლიჯვრისა და სოფელი დიღმის მოსახლეობის ინტერესებსაც ითვალისწინებს, რადგან  მარშალ გელოვანის გამზირზე მომლოდინე მგზავრებსაც მოემსახურება.

პირველ ეტაპზე, N54-ზე 78 მგზავრის ტევადობის ექვსი ერთეული დიდი ყვითელი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს, რომელთა რიცხვიც იანვრის მეორე ნახევრიდან შვიდამდე გაიზრდება.

კომენტარები

31 დეკემბერი ავტობუსი თბილისი მერია მარშუტი 2017-12-29
Tags 31 დეკემბერი ავტობუსი თბილისი მერია მარშუტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ბრიუსელის ბიურო არათუ იხურება, არამედ ძლიერდება ევროპაში“

შემდეგი სტატია

„ახალი ფილიალი, ახალი ლოგო, რებრენდინგი“ – გლდანის შაურმის ახალი ფილიალი გაიხსნა

მსგავსი სტატიები

მეთიუ ბრაიზა: საქართველომ საკმაოდ კარგად დააღწია თავი ომის შედეგებს

მეთიუ ბრაიზა: საქართველომ საკმაოდ კარგად დააღწია თავი ომის შედეგებს

12 აგვ 2018
ჯარედ ლეტოს ახალი კრიმინალური დრამის ტრეილერი

ჯარედ ლეტოს ახალი კრიმინალური დრამის ტრეილერი

25 თებ 2018
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან

05 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge