NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება”

“საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება”

29 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 434 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – შეწყალების საქმეთა კომისიას შორის შეხვედრა მომავალი წლის იანვარში გაიმართება. ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა, რომელიც დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ინიციატივით შედგა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი  ცნობით, შეხვედრისას “თეთრი ხმაურის მოძრაობამ”, არასამთავრობო ორგანიზაცია “ტალღის” და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, შესაბამისი კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მოისმინეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ის.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე ძალადობრივი ნარკოპოლიტიკაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და რომელმაც სტატისტიკურად ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველოში მუშაობდა და მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომელიც სამართალდამცავების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს.

“დღეს შევხვდი ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უკეთეს, უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, ვინც მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ უფრო ადეკვატური და ლოიალური ნარკოპოლიტიკის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა, ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ სტერეოტიპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა.

მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს, როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როდესაც ის აკრძალვები, სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა და ჯობია ადამიანები თავისუფალი იყვნენ, ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად, დახურულ შეხვედრას ესწრებოდა, შეწყალების საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ერთერთი შედეგი იყო ის, რომ შეწყალების საქმეთა კომისია, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და მას შეწყალების მასალებს სთავაზობს, შეხვდეს ამ არასამთავრობოთა ჯგუფს და მათთან ერთად იმსჯელოს – როგორ შეიძლება მოხდეს ნარკოპოლიტიკის გააზრება.

“ამ კომისიის წევრებსაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, წმინდა პრაქტიკული ხასიათის, რომლითაც ისინი გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფლად მიიღებენ. შეიძლება ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი ზვიად ქორიძე თეთრი ხმაურის მოძრაობა ნარკოპოლიტიკა შეწყალების კომისია 2017-12-29
Tags გიორგი მარგველაშვილი ზვიად ქორიძე თეთრი ხმაურის მოძრაობა ნარკოპოლიტიკა შეწყალების კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნელი აგირბამ “რუსთავი 2” დატოვა

შემდეგი სტატია

გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

მსგავსი სტატიები

„მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, ანგარიში არ გაუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას“

24 ნოე 2017
ბექა დავითულიანი საკრებულოს ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს

ბექა დავითულიანი საკრებულოს ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს

10 აგვ 2018
„ნაცმოძრაობა“, „ევრონაცები“ და ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა ხმაშეწყობილად გაჰკივიან” – კარლო კოპალიანი TBC-ის საქმეზე

„ნაცმოძრაობა“, „ევრონაცები“ და ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა ხმაშეწყობილად გაჰკივიან” – კარლო კოპალიანი TBC-ის საქმეზე

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge