ჰოლივუდის ვარსკვლავი ვინ დიზელი პრესტიჟულ კატეგორიაში ლიდერობს, კერძოდ, დიზელი პირველ ადგილზეა იმ მსახიობთა სიაში, რომლის ფილმებმაც 2017 წელს ყველაზე დიდი კომერციული მოგება მიიღო. გასული წელი ვინ დიზელისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და მისი ლიდერობა განაპირობა ცნობილი ფრანჩაიზის ახალმა ფილმმა The Fate of the Furious-იმ.
ამ სიაში მეორე ადგილს დიზელის პარტნიორი „ფორსაჟში“ დუეინ ჯონსონი იკავებს. გახმაურებულმა პროექტმა შთამბეჭდავი ფინანსური მაჩვენებელი ანახა, კერძოდ საუბარია 1.23 მილიარდ ამერიკულ დოლარზე. კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც სამეულში შედის გახლავთ გალ გადოტი თავისი სუპერ ჰიტით „ქალი საოცრება“.
ათეულში მყოფი ჰოლივუდის ვარსკვლავების სრული სია კი ასე გამოიყურება:
1. Vin Diesel ($1.6 billion)
2. Dwayne Johnson ($1.5 billion)
3. Gal Gadot ($1.4 billion}
4. Emma Watson ($1.3 billion)
5. Johnny Depp ($1.1 billion)
6. Daisy Ridley ($1.08 billion)
7. Tom Holland ($888 million)
8. Chris Pratt ($864 million)
9. Chris Hemsworth ($845 million}
10. John Boyega ($815 million)
კომენტარები