NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თიბისი ბანკმა ახალი სათავო ოფისის და თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტი წარადგინა

თიბისი ბანკმა ახალი სათავო ოფისის და თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტი წარადგინა

28 დეკ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 1701 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

25 წელი საქართველოსთან ერთად – თიბისი ბანკმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და 25 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და შედეგები გაუზიარა.

პრეზენტაციაზე ბანკის მენეჯმენტმა ახალი სათავო ოფისის პროექტის პრეზენტაცია გამართა. „თბილისის ბიზნესი ცენტრი“ – ასე ერქმევა კომპლექსს, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება და მასში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგო-ეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური გარემო. ეს იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის.

თიბისის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც შექმნის მიმზიდველ სამუშაო გარემოს როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის.

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს. შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შეიქმნა, როგორც არქიტექტორი ამბობს, შატილის მსგავსად, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად აერთიანებდა ყველაფერს, რაც სოფელს სჭირდებოდა, ასეთია თბილისის ბიზნეს ცენტრის შექმნის იდეაც. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულადდაისვენონ, იქნება ურთიერთობასტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები.

პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2000 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.

კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ისინი მაქსიმალურად შეძლებენ შესაძლებლობების რეალიზაციას. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეადაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის.  შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის.

ფრანს ვან ვუურეს განცხადებით, მათ რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს, საფუძვლიანად გამოიკვლიეს ლოკაცია, ასევე, შეისწავლეს თიბისის, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომზადდა პროექტი, რომლის განხორციელებაში უკვე ესპანური კომპანია TYPSA ჩაერთვება. TYPSA მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, მაგალითად, მათ მიერ არის აშენებული ქალაქ მადრიდში  სანტანდერ ჯგუფის ახალი სათავო ოფისის კომპლექსი.

TYPSA-ს გლობალური დირექტორის ანტონიო კაპილა მატარედონას თქმით, თიბისი ბანკის ახალი ოფისის იდეა მთლიანად ეფუძნება ინოვაციურ და კრეატიულ ტექნოლოგიებს, ამავდროულად, ის არისგამჭვირვალე და ღია, ისეთი როგორიც უნდა იყოს საფინანსო სერვისების მომწოდებელი ორგანიზაცია 21-ე საუკუნეში.

პროექტის განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყება და 2021-ში დასრულდება. როგორც ანტონიო კაპილა მატარედონაამბობს,თბილისის ბიზნეს ცენტრი სავიზიტო ბარათი გახდება თიბისი ჯგუფისთვის, რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია.

[R]

კომენტარები

tbc tbc bank UN studio თბილისის ბიზნეს ცენტრი თიბისი თიბისი ბანკი მამუკა ხაზარაძე სათავო ოფისი 2017-12-28
Tags tbc tbc bank UN studio თბილისის ბიზნეს ცენტრი თიბისი თიბისი ბანკი მამუკა ხაზარაძე სათავო ოფისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქალაქო სასამართლოში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების პროცესი იმართება

შემდეგი სტატია

თბილისის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა

მსგავსი სტატიები

„ბადაგონის“ დამფუძნებელი: ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან

„ბადაგონის“ დამფუძნებელი: ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან

07 თებ 2018
„ლელო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

„ლელო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

ირაკლი შალიკაშვილი 04 იან 2022

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 31 დეკემბრის 21:00 საათიდან ადმინისტრაციულ საზღვრებს კეტავს

31 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge