თბილისში, მტკვრის სანაპიროზე შეჯახების შედეგად 5 ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 2 პირი.
როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები