NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რატი ამაღლობელი: ჩემგან ბოიკოტი საზოგადოებრივ მაუწყებელს

რატი ამაღლობელი: ჩემგან ბოიკოტი საზოგადოებრივ მაუწყებელს

28 დეკ 2017 ახალი ამბები, სოციალური მედია 897 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოეტი რატი ამაღლობელი პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება.

“რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადეობრივ მაუწყებელზე,
ძალიან მიყვარს ის ხალხი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს – მაუწყებლის რადიოში; “ხმების ისტორია”, ტელე სივრცეში, “ჩემი წიგნი” და “სიტყვების თამაში”.
დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა,

მაგარამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით – აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედია საშუალებასთან, როგორც რესპოდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა, თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან ბოიკოტი საზმაუს”- წერს ამაღლობელი “ფეისბუქში”. 

ცნობისთვის, პირველი არხი ავრცელებს იმ ვიდეომასალას, რომელიც ზვიად რატიანის საქმეზე შსს-მ დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინა და სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო.

შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 23 დეკემბერს, საღამოს საათებში ზვიად რატიანი მარტო იმყოფებოდა თამარ მეფის გამზირზე, როდესაც ის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერა ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების რამდენიმე თანამშრომელმა.

“პოლიციელთა ირონიული კომენტარები ზვიად რატიანის ჩაცმულობის თაობაზე, კითხვები, იმყოფებოდა თუ არა ის ნასვამ მდგომარეობაში მისი გაღიზიანებისა და შეპასუხების და პოლიციელებთან არაეთიკური ქცევის მიზეზი გახდა, რის შემდეგაც ზვიად რატიანის განმარტებით, მას ხელებზე და ფეხებზე დაადეს ბორკილები და ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ზვიად რატიანის დაკავების მიზეზად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია წვრილმანი ხულიგნობა – მისი მხრიდან თამარ მეფის გამზირზე უმისამართო ლანძღვა-გინება და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

ზვიად რატიანი დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მასზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე საუბრობს, მათ შორის: თამარ მეფის გამზირზე დაკავების შემდეგომ ავტომანქანაში, ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომანქანაში დაყოვნების პერიოდში”- ნათქვამია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ინფორმაციაში. 

რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადეობრივ მაუწყებელზე, ძალიან მიყვარს ის ხალხი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს…

Posted by Rati Amaglobeli on ოთხშაბათი, 27 დეკემბერი, 2017

კომენტარები

დაკავება ზვიად რატიანი პოლიციელები რატი ამაღლობელი საზოგადოებრივი მაუწყებელი ცემა 2017-12-28
Tags დაკავება ზვიად რატიანი პოლიციელები რატი ამაღლობელი საზოგადოებრივი მაუწყებელი ცემა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბუღაძე: სამარცხვინო საზოგადოებრივი მაუწყებელი! საბჭოთა რუდიმენტი, რომელიც სიბნელეს და სიცრუეს ავრცელებს!

შემდეგი სტატია

მერია: საახალწლოდ თბილისში “ველო სანტები” ივლიან

მსგავსი სტატიები

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისია დღეს სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისია დღეს სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს

26 ივლ 2018
კომპაქტური კიბის იდეა თქვენი სახლისთვის

კომპაქტური კიბის იდეა თქვენი სახლისთვის

29 ნოე 2017
ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისათვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისათვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

სოსო ელისაშვილი 25 ივლ 2017

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge