NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რატი ამაღლობელი: მინისტრი, როგორც ჩანს, მიხვდა, გამოწვევა სად არის

რატი ამაღლობელი: მინისტრი, როგორც ჩანს, მიხვდა, გამოწვევა სად არის

28 დეკ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 715 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინისტრი, როგორც ჩანს, მიხვდა,  გამოწვევა სად არის, როგორია ნამდვილი საზოგადოებრივი აზრი, მწერლების საზოგადოებრივი აზრი და არა მარტო მწერლების. მე ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევაზე პასუხი იყო მისი დღევანდელი ვიზიტი კულტურის სამინისტროში,- ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა კულტურის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მწერლებთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა.

„სისტემური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, სისტემამ პასუხისმგებლობა იგრძნოს. პოზიცია ასეთი იყო, რომ მინისტრმა მაქსიმალურად ყველა შესაძლებლობა იმისთვის გამოიყენოს, რომ შიგნით ის ადამიანები, ვინც კანონს არღვევდნენ და უკანონოდ სცემდნენ ზვიად რატიანს, ეს ხალხი, მინიმუმ, ჩამოშორდეს გამოძიების პროცესში დაკავებულ თანამდებობას,“ – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ცნობისთვის, გახარია კულტურის სამინისტროში, მწერლებთან გამართულ შეხვედრაზე მივიდა.  გიორგი გახარიას განცხადებით,  პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება.

შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 23 დეკემბერს, საღამოს საათებში ზვიად რატიანი მარტო იმყოფებოდა თამარ მეფის გამზირზე, როდესაც ის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერა ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების რამდენიმე თანამშრომელმა.

“პოლიციელთა ირონიული კომენტარები ზვიად რატიანის ჩაცმულობის თაობაზე, კითხვები, იმყოფებოდა თუ არა ის ნასვამ მდგომარეობაში მისი გაღიზიანებისა და შეპასუხების და პოლიციელებთან არაეთიკური ქცევის მიზეზი გახდა, რის შემდეგაც ზვიად რატიანის განმარტებით, მას ხელებზე და ფეხებზე დაადეს ბორკილები და ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ზვიად რატიანის დაკავების მიზეზად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია წვრილმანი ხულიგნობა – მისი მხრიდან თამარ მეფის გამზირზე უმისამართო ლანძღვა-გინება და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

ზვიად რატიანი დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მასზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე საუბრობს, მათ შორის: თამარ მეფის გამზირზე დაკავების შემდეგომ ავტომანქანაში, ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომანქანაში დაყოვნების პერიოდში”- ნათქვამია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ინფორმაციაში. 

 

კომენტარები

ზვიად რატიანის საქმე კულტურის სამინისტრო რატი ამაღლობელი 2017-12-28
Tags ზვიად რატიანის საქმე კულტურის სამინისტრო რატი ამაღლობელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქარტია: საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს

შემდეგი სტატია

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა

მსგავსი სტატიები

ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხელს უწყობს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც დაასრულებს არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობას

ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხელს უწყობს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც დაასრულებს არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობას

ირაკლი შალიკაშვილი 01 მაი 2021

მამუკა ბახტაძე: შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და მისი არსებული დიზაინით დასრულება იყო სრულიად მიუღებელი

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018

სახალხო დამცველი პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას ეხმიანება

20 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge