რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა “Аэрофлот” წინადადებას, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს რუსეთის ეროვნული ნაკრების ფანები 5 რუბლად ამგზავროს.
“გულშემატკივრებს უფასოდ კი არ ვამგზავრებთ – არამედ 5 რუბლად. გვსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი “ხუთიანზე” ჩატარდეს” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, ვიტალი საველიევმა პუტინთან შეხვედრის დროს.
“ყველა რუს გულშემატკივარს, “აეროფლოტის” მარშუტის ქსელით ნებისმიერ ქალაქში გადავიყვანთ, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი გაიმართება. ღირებულება იქნება 5 რუბლი ერთი მიმართულებით. აჟიოტაჟის თავიდან აცილების მიზნით, ბილეთების გაყიდვას მატჩამდე სამი დღით ადრე და მატჩის შემდეგ სამ დღეში განვარხორციელებთ”, – განაცხადა საველიევმა.
“კარგია” – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ინფრომაციას რუსული მედია ავრცელებს.
კომენტარები