NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თეგეტა მოტორსმა“ 2017 წელი 30%-იანი ზრდით დახურა

„თეგეტა მოტორსმა“ 2017 წელი 30%-იანი ზრდით დახურა

27 დეკ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 602 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 „თეგეტა მოტორსს” 2017 წელს 20%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კომპანიამ გეგმას გადააჭარბა და მიუხედავად ძლიერი კონკურენტული გარემოსი, წელი 30%-იანი ზრდით დახურა.

2017 წელს  „თეგეტა მოტორსი“ გახდა პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. კორპორატიული მმართველობის სრულყოფის მიზნით, „თეგეტა მოტორსი“ თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC). პროექტის მიზანია მოხდეს არსებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესება მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. IFC-მ შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები: კორპორაციული მართვის გეგმის შემუშავებისა და განხორციელების,  კორპორაციული სტრუქტურის გადაწყვეტილების, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღება/ შესწორება/განახლების და კორპორაციული  მდივნის ფუნქციის შექმნის ჭრილში. ამ რეკომენდაციების დანერგვა უკვე მიმდინარეობს და 2018 წელს დასრულდება.

ამავე წელს კომპანიამ გააფორმა მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან და მათი ოფიციალური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში.

„თეგეტა მოტორსის“ ბრენდების პორტფელს დაემატა მსოფლიოს 50-მდე  წამყვანი ბრენდი მსუბუქი ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების და სპეც. ტექნიკის მიმართულებით, როგორებიცაა: PIRELLI, KUMHO, ROSSAVA (საბურავები), TOTAL TOOLS, MAKITA, (დანადგარები და ინსტრუმენტები) BEX, MACPOWER, GENTRY, (აკუმულატორები) CHAMPION (ზეთები) და სხვა.

2017 წელს „თეგეტა მოტორსმა“ გახსნა ახალი ფილიალები და გააფართოვა არსებული სერვის ცენტრები ბათუმში, რუხში, მარნეულში, გორში, ფოთში, ახალქალაქსა და თელავში, ასევე მეორე ფილიალი გაიხსნა ბაქოში. „თეგეტა“ დღეისათვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე ავტოსერვისის დანადგარებით. 2017 წელს ავტომობილების ჯამური დღიური გამტარიანობა 2016 წელთან შედარებით 500-მდე ავტომობილით გაიზარდა და დღეისათვის სერვის ცენტრები დღიურად 1500-მდე ავტომობილს ემსახურება.

გაიზარდა ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც და დღეს კომპანიას 250 000-მდე ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც TEGETA CARD-ის მფლობელები არიან. ასევე მნიშვნელოვნად განვითარდა სადისტრიბუციო ქსელი და 25%-ით გაიზარდა კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე კომპანია საქართველოში TAX FREE-ს ანაზღაურების მიმართულებით. კომპანიამ  TAX FREE-ს პროექტის ფარგლებში შექმნა უნიკალური პროდუქტი, რაც გულისხმობს დამონტაჟებულ საბურავებზე TAX FREE-ს ანაზღაურებას. ამ პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2017 წელს გაიხსნა „თეგეტა აკადემიის“ ორი ახალი ფილიალი რუხსა და თბილისში. „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. “თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსი გაიარა 300-მდე პირმა და მათგან 120-მდე წარმატებული კურსდამთავრებული დასაქმდა „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში.

„თეგეტა მოტორსმა“ ავტოინდუსტრის სფეროში საუკეთესო დამსაქმებლის ტიტული მიიღო, მიმდინარე წელს კომპანიამ 320-მდე პირი დაასაქმა და ჯამში 1500-მდე თანამშრომელს ითვლის.

„თეგეტამ“ 2017 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი ელექტრონული კომერციის მიმართულებით და მრავალფუნქციური პორტალი „shop.tegetamotors.ge“  შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკული პლატფორმაა როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მომხმარებლისთვის. „shop.tegetamotors.ge“  წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილების ონლაინ კატალოგს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს სასურველი პროდუქტი, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მის შესახებ, გაიგოს ღირებულება და სხვა. დღეისათვის კატალოგში წარმოდგენილია მხოლოდ საბურავების და აკუმულატორების სრული ასორტიმენტი, მომავალში დაემატება „თეგეტა მოტორსის“ ქსელში წარმოდგენილი სრული პროდუცია.

„2018 წელს ვგეგმავთ დავასრულოთ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად დაწყებული პროექტები, გავხსნათ და გავაფართოვოთ უფრო მეტი ფილიალი, ასევე ვგეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველო დღეს არის რეგიონის ლიდერი საბანკო საქმიანობის და ტურიზმის სფეროში, ჩვენი მიზანია საქართველო ასევე გავხადოთ ლიდერი საავტომობილო სფეროში. დარწმუნებული ვართ ჩვენ ამას შევძლებთ და 2018 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული და მნიშვნელოვანი“,- აცხადებენ კომპანიაში.

„თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. იგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას.

[R]

კომენტარები

ავტოინდუსტრია თეგეტა თეგეტა მოტორსი მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობა 2017-12-27
Tags ავტოინდუსტრია თეგეტა თეგეტა მოტორსი მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ძალიან მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია“

შემდეგი სტატია

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

მსგავსი სტატიები

მეუღლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მამაკაცი დააკავეს

მეუღლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მამაკაცი დააკავეს

20 იან 2018
ახალი კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს”

ახალი კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს”

სოსო ელისაშვილი 01 მარ 2018
მოქმედ მოსამართლეებს ქვემდგომი ინსტანციების მოსამართლეების თვალში ავტორიტეტი უნდა ჰქონდეთ

მოქმედ მოსამართლეებს ქვემდგომი ინსტანციების მოსამართლეების თვალში ავტორიტეტი უნდა ჰქონდეთ

25 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge