თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცის დროს დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. 5 ადამიანს ტერორიზმის დაფინანსებასა და ახმედ ჩატაევის მხარდაჭერას ედავებიან. ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
„მან არ იცის ზოგადად რაში ედება ბრალი. მე თვითონ მეკითხებოდა, რომ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ჩემი დაკავების თაობაზეო, მე მას ვუთხარი, რაც მასმედიის საშუალებით იყო ცნობილი, რაზეც გაკვირვება გამოხატა, მისი თქმით, ჩატაევს საერთოდ არ იცნობს. ბრალდება ოფიციალურად წარდგენილიც არ აქვთ, ამიტომ ვერც ვიმსჯელებთ, რა მუხლს მიუყენებენ, სხვადასხვანაირი კვალიფიკაცია შეიძლება ჰქონდეს“,-განაცხადა ერთერთი დაკავებულის ადვოკატმა.
კომენტარები